თეგი: ლოიდ ოსტინი

ოსტინმა სტოლტენბერგს მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა

უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერებით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ოსტინი ბრიუსელს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სტუმრობს. „ეს წვლილი არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება. ტრანსატლანტიკური კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხდა გენერალურმა მდივანმა. თავის მხრივ, ოსტინმა მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა. მე-5 მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. მისი მიხედვით, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაზე.

ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია. ლოიდ ოსტინის თქმით, ლიეტუვა არის NATO-ს მტკიცე მოკავშირე, რომელთანაც შეერთებული შტატები იზიარებს ბევრ ღირებულებას და კავშირს. „მოუთმენლად ველი, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი საერთო მიზნისკენ უსაფრთხო და დაცული რეგიონისთვის“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რათა დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები ლიეტუვის გვერდით დგას საფრთხეების წინააღმდეგ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების წინსვლისთვის. მანამდე, ლოიდ ოსტინი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართ შეხვედრა. ლიდერები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვისა და შეკავების მიზნით, აშშ-სა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის ბელორუსში რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბელგიაშიც იმყოფებოდა. ის შეხვდა მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებს და ალიანსის ხელმძღვანელობას, რათა განეხილა რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ. ოსტინმა მე-5 მუხლის მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა.

ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის გამო გააფრთხილა და მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი 18 თებერვალს შედგა. „18 თებერვალს, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა რუსეთს მოუწოდა დეესკალაციისკენ, უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების საკუთარ ბაზებზე დაბრუნებისა და საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ", - ვკითხულობთ თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაში. შეერთებული შტატები და NATO აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით. 18 თებერვალს, პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ქვეყნის უფლებას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

ლოიდ ოსტინი: მინდა, კრემლში პრეზიდენტმა პუტინმა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვას, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „მსურს ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში ყველამ და კრემლში პრეზიდენტმა პუტინმაც იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას" - განაცხადა ოსტინმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე. მოსკოვი, რომელმაც ათიათასობით ჯარისკაცი მოაგროვა უკრაინის საზღვართან და შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებით გამოდის, უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს და დასავლეთს ისტერიაში ადანაშაულებს. 19 თებერვალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ კრემლი მოინდომებს უკრაინის ხელში ჩაგდებას, მოსკოვის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი იქნებიან. „ბრძოლა უკრაინისთვის არის ბრძოლა ევროპისთვის. თუ ის იქ არ გაჩერდება, ის უფრო შორს წავა", - განაცხადა ლანდსბერგისმა. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

სლოვაკეთმა შესაძლოა, უკრაინას S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიაწოდოს

სლოვაკეთი აცხადებს, რომ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას S-300, თუ NATO შეავსებს „დანაკლისს“. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან განვიხილავთ S-300-ების განლაგების, გაგზავნის ან უკრაინელებისთვის მიცემის შესაძლებლობას და ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ“. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას.  24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას დღეს ეწვევიან

დღეს კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვევა. ამერიკულ დელეგაციაში ასევე იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრებისას განხილული იქნება უკრაინისთვის საჭირო იარაღის საკითხი და მისი მიწოდების ტემპი. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირადად ჩავიდეს უკრაინაში. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს

ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინაში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არესტოვიჩის ინფორმაციით, ახლა ისინი კიევში არიან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების პირველი ვიზიტია. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს

ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია

უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი, თუ მას ექნება შესაბამისი აღჭურვილობა, განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ორშაბათს კიევში მოგზაურობიდან დაბრუნებისას. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ.„გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯია გჯეროდეს, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, გაიმარჯვონ. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ, მათ შეუძლიათ, გაიმარჯვონ, თუ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, სწორი მხარდაჭერა“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტთა ჯგუფს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად ვიზიტის შემდეგ.„ჩვენ გვინდა, რუსეთი ვიხილოთ იმდენად დასუსტებული, რამდენადაც მას არ შეეძლება, გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა...რუსეთმა უკვე დაკარგა ბევრი სამხედრო შესაძლებლობები, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ამ  შესაძლებლობების კვლა წარმოება ვერ შეძლონ  ძალიან სწრაფად", - განაცხადა ოსტინმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ლოიდ ოსტინი: აშშ-ს სურს, რუსეთი იმდენად დასუსტებული იხილოს, რომ ვეღარ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა

25 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვდრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიზანია, რუსეთი დასუსტდეს ისე, რომ ვეღარ შეძლოს იმის გაკეთება, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა. ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით და აშშ ყველაფერს გააკეთებს, განაგრძოს თავისი მხარდაჭერა კიევისადმი. „ჩვენ გვინდა, რუსეთი ვიხილოთ იმდენად დასუსტებული, რამდენადაც მას არ შეეძლება, გააკეთოს ისეთი რამ, რაც უკრაინაში შეჭრისას გააკეთა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე ლოიდ ოსტინი: უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი სწორი აღჭურვილობით, სწორი მხარდაჭერით. გავაგრძელებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ  

აშშ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ბოლოდროინდელი ძალადობის გამომწვევ მიზეზს იკვლევს

შეერთებული შტატები იკვლევს ბოლოდროინდელი ძალადობის მიზეზს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, განაცხადა სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვრჩებით ორიენტირებულნი", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. გავრცელებული ცნობებით, 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა. 26 აპრილს, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა  

მთელ მსოფლიოში ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - შეხვედრა რამშტეინის ბაზაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში მოგზაურობის შემდეგ, გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართა შეხვედრა. Reuters-ის ცნობით, 40-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა ღონისძიებას, მათ შორის ძირითადად ევროპიდან, მაგრამ ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისრაელი, კენია და ავსტრალია. შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან. „მთელ მსოფლიოში ქვეყნები გაერთიანებულნი არიან გადაწყვეტილების ირგვლივ, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ოსტინმა. შეხვედრის შემდეგ, ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფორუმი გაგრძელდება, როგორც ყოველთვიური „საკონტაქტო ჯგუფი“, რომელიც განიხილავს უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს. გერმანიამ პირველად გამოაცხადა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ. „გუშინ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია ხელს შეუწყობს თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიწოდებას უკრაინაში“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.  

  ამის შესახემ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა   უკრაინის საჰაერო შეიარაღებით აღჭურვა დაწყებულიაო (work in progress).   “უკრაინელებს სჯერათ, რომ ამ ომში, შორსმსროლელი არტილერია მათთვის მთავარია, ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ მათ რაც შეიძლება სწრაფ მიწოდებაზე”.   საჰაერო თავდაცვა იყო კრიტიკული ასპექტი მთელ ამ ბრძოლაში, რუსეთი თავიდანვე ცდილობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განეიტრალებას, მაგრამ მათი ეს ძალისხმევა აშკარად ვერ განხორციელდა.          

ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი პირველად შედგა. . პენტაგონი იტყობინება, რომ „ოსტინმა მოუწოდა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და აღნიშნა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იუწყება, რომ საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ვითარებას უკრაინაში. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა

ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, 20-მდე ქვეყანა მზადაა, უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ოსტინმა ეს განცხადება ცოტახნის წინ გამართული ონლაინ შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისთვის დამატებითი უსაფრთხოების პაკეტის დეტალები იყო განხილული. „ყველას ესმის რა არის სასწორზე,“- თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა. აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters არსებული ინფორმაციით უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდიან, იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთი. პენტაგონის ინფორმაციით, დანია უკრაინას მიაწვდის სპეციალურ ტექნიკას, რომლითაც უკრაინა შეძლებს სანაპირო ზოლი დაიცვას და ზღვიდან იერიშები მოიგერიოს. უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრაში 47 ქვეყანა მონაწილეობდა. ოსტინმა განაცხადა, რომ 15 ივნისს, ბრიუსელში, საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრას პირადად უხელმძღვანელებს. "რა თქმა უნდა, ეს არ იქნება NATO-ს ღონისძიება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ამ შეხვედრების ტემპი და მჯერა ჩვენი იმპულსი გაძლიერდება“, - განაცხადა ოსტინმა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times

The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (M31 GMLRS) გაგზავნა დაამტკიცა. წყაროს ცნობით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (Himars) გადაცემას მოიცავს. სააგენტოს წყაროს თქმით, ორივე სისტემას შეუძლია, უკრაინელ სამხედროებს უფრო დიდი მობილურობა შესძინოს, ვიდრე M777 ჰაუბიცებს, რომლებსაც შეერთებული შტატები ჯერ კიდევ უგზავნის უკრაინას. გაურკვეველია, რამდენ ახალ სისტემას მიაწვდის შეერთებული შტატები უკრაინას, მაგრამ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ახალი დახმარება უკრიანამ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მიიღოს. შეერთებულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს სულ მცირე დასჭირდებათ სულ მცირე სწავლება დასჭირდებათ. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლოიდ ოსტინი: ჩვენ ვხედავთ სამხედრო აქტივობების მუდმივ ზრდას ტაივანის მახლობლად, შეერთებულ შტატებს არ სურს ახალი ცივი ომი

„დასავლეთით, ჩვენ ვხედავთ, რომ პეკინი აგრძელებს პოზიციის გაძლიერებას საზღვრის გასწვრივ, რომელსაც ის იზიარებს ინდოეთთან. ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნები საზღვაო პოლიციის მხრიდან“ პოლიტიკური დაშინების, ეკონომიკური იძულების ან შევიწროების წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ. თავდაცვის დეპარტამენტი შეინარჩუნებს თავის აქტიურ ყოფნას ინდო-წყნარი ოკეანის მასშტაბით“, -  ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სინგაპურის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი და ურყევია. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, შევინარჩუნოთ სტატუს კვო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ამ რეგიონს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ერთგული ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ხელმძღვანელობს ტაივანის ურთიერთობების აქტით, სამი ერთობლივი კომუნიკითა და ექვსი გარანტიით. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ორივე მხრიდან. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ პრინციპის უკან, რომ სრუტეებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს“. ოსტინის თქმით, ჩინეთმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად. „ჩვენ ვხედავთ პროვოკაციული და დესტაბილიზაციის გამოწვევი სამხედრო აქტივობების მუდმივ ზრდას ტაივანის მახლობლად. ჩვენ კვლავ ვართ ორიენტირებული ტაივანის სრუტეზე მშვიდობის, სტაბილურობისა და სტატუს კვოს შენარჩუნებაზე. მაგრამ [ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის] ნაბიჯები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას ინდო-წყნარ ოკეანეში. ეს გადამწყვეტია ამ რეგიონისთვის და გადამწყვეტია ფართო მსოფლიოსთვის. მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ტაივანის სრუტეზე მხოლოდ აშშ-ის ინტერესი არ არის. ეს საერთაშორისო შეშფოთების საკითხია“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. მისივე განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ სურს კონფლიქტი ან დაპირისპირება, შეერთებულ შტატებს არ სურს ახალი ცივი ომი ან მტრულ ბლოკებად დაყოფილი რეგიონი. „ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს შეშფოთების გარეშე, მაგრამ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ჩვენი ხედვის მიმართულებით, ამ რეგიონისთვის, უსაფრთხოების გაფართოებისა და არა მზარდი დაყოფის მიზნით. კვლავ მჯერა, რომ დიდი ძალებიბ გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს წილს ამ დაძაბულობის პასუხისმგებლობით მართვისთვის. - კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.  

რეზნიკოვმა და ოსტინმა უკრაინისთვის NATO-ს სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი NATO-ს წევრი ქვეყნებისგან. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე განაცხადა. „NATO-ს სამიტის წინა დღეს, სატელეფონო ზარი მქონდა ჩემს მეგობართან, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა „NATO-ს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მიმართ“, - წერს რეზნიკოვი.

ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობს

უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ლოიდ ოსტინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მთლიანად ამ ომის კრიტიკული ასპექტია. თავდაცვის მდივნის თქმით, რუსეთი ცდილობდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განეიტრალებას, მაგრამ ეს მიზანი აშკარად ვერ განახორციელეს. და, იქედან გამომდინარე, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, მათ შეძლეს, რომ რუსეთს ვერ მოეპოვებინა უპირატესობა ამ მიმართულებით. აშშ განაგრძობს ამ საკითხზე ფოკუსირებას. ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ უკრაინას დამატებით შესაძლებლობებს მიაწვდის. მათ შორის, განიხილება შორსმსროლელი საარტილერიო საშუალება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მივაწვდით მათ ამ შესაძლებლობებს... მუშაობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „სიამაყით აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტმა ახლახან სთხოვა 16 მილიარდი აშშ დოლარი თავდაცვის დეპარტამენტს, რათა გადაეჭრა უკრაინის თავდაცვის საჭიროებები მომდევნო, გადამწყვეტ კვირებში. ეს დამატებითი მოთხოვნა მოიცავს 6 მილიარდ აშშ დოლარს დამატებით უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის, რომელიც გვეხმარება, უზრუნველვყოთ იარაღი და სისტემები უკრაინისთვის, და 5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ კრიტიკული მასალების მიწოდება ჩვენი საკუთარი ინვენტარიდან და სხვა, 5 მილიარდი დოლარი დაგვეხმარება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.  შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად $33 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცება სთხოვს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „ფენიქსის აჩრდილი“: რა არის ცნობილი უკრაინისთვის შექმნილი ამერიკული დრონების შესახებ ჯონ კირბი: ჰაუბიცების ნახევარზე მეტი, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო, უკვე ქვეყანაშია შეტანილი

ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის ახალი დახმარება დააანონსა

შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის კიდევ ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) გაუგზავნის, რომელიც ოფიციალურად, ამ კვირის ბოლოს გამოცხადდება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „ეს დახმარება მოიცავს კიდევ ოთხ HIMARS-ის მოწინავე სარაკეტო სისტემას, რომლებსაც უკრაინელები ასე ეფექტიანად იყენებდნენ და რომელმაც ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალა“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე, ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ, სერიოზული ცვლილებები მოხდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა HIMARS-ს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობების განადგურების მიზნით იყენებს, რითაც  რუსეთის სერიოზულ ზიანს აყენებს. „იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ვნახავთ კონტრშეტევით კამპანიას და ის წარმატებული იქნება. HIMARS-მა ომში თამაშის წესები შეცვალა“, - განაცხადა  რეზნიკოვმა Financial Times -თან ინტერვიუში 15 ივლისს. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების თითოეული პაკეტი ბრძოლის ველზე სიტუაციის მიხედვით განისაზღვრება - ბრიჯიტ ბრინკი  

პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. მხარეებმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შედეგები და უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმდინარე დახმარება განიხილეს. ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის ახალი დახმარება დააანონსა მდივანმა ოსტინმა დაარწმუნა მინისტრი რეზნიკოვი, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედებს. მინისტრმა რეზნიკოვმა მდივან ოსტინს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. როგორც ცნობილია, თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის უსაფრთხოების განკუთვნილი კიდევ ერთი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტი მოიცავს დამატებით, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს, საბრძოლო მასალას და Phoenix Ghost-ის უპილოტო საჰაერო სისტემების მნიშვნელოვან რაოდენობას. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლოიდ ოსტინმა ოლექსი რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა რეზნიკოვს დაუდასტურა, რომ აშშ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უკრაინის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენს ამის დასტურად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, $550-მილიონიანი პაკეტი მოჰყავს. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, რეზნიკოვმა ოსტინს საბრძოლო მოქმედებების ადგილებში არსებული სიტუაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავის მხრივ, Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკული დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის საჭიროებებს აკმაყოფილებს. პირველ აგვისტოს აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ახალ პაკეტში შედის 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS). პენტაგონი იუწყება, რომ მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8,8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო. პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს „ბრძოლის ველზე მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს“, - აცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლოიდ ოსტინი ლატვიაში უკრაინის საკითხის განსახილველად ჩავიდა

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი, ლატვიაში უკრაინის საკითხების განსახილველად ჩავიდა.  „თვითმფრინავი დაეშვა რიგაში, ლატვიაში. მოუთმენლად ველი ლატვიის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა“, - წერს ოსტინი Twitter-ზე.  ბოლო 20 წელის განმავლობაში, ლატვიაში ეს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია.    

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გაგრძელდება

საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გაგრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში მისივე თქმით, აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს NATO-სთან უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად. „აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს NATO-სთან უკრაინისა და მისი მეზობელი ქვეყნების მხარდასაჭერად. საერთაშორისო ძალისხმევა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გაგრძელდება, ფრონტის ხაზზე რეალური ცვლილებებისთვის და ეს გადამწყვეტია უკრაინის დახმარებისთვის, თავის დაცვისას“, – განაცხადა ოსტინმა. ცნობისთვის, ოსტინი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლოიდ ოსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელის წერილობით განცხადებაშია ნათქვამი. ჯო ბაიდენის ტესტი COVID19-ზე უარყოფითია ოსტინის განცხადებით, მისი ტესტი COVID-19-ზე, რომელიც მან 15 აგვისტოს დილით გააკეთა, დადებითი იყო. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, მას კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავა და სახლში დარჩება.   

ლოიდ ოსტინი: ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე

გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე, უკრაინის სხვადასხვა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. გთავაზობთ რამდენიმე ციტატას ლოიდ ოსტინის გამოსვლიდან. ახლა ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის აშკარა წარმატებას ბრძოლის ველზე. ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა და პარტნიორების მონდომებას, დაეხმარონ უკრაინას, რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო, იმპერიული და გაუმართლებელი დამპყრობლური ომის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ უარს ვამბობთ ისეთ სამყაროში ცხოვრებაზე, სადაც დიდი სახელმწიფოები ძალის გამოყენებით არღვევენ საზღვრებს. უკრაინის თავდაცვის ფუნდამენტური უფლებისადმი ჩვენი მხარდაჭერა, განსხვავებული მოსაზრებების გამო არ დაირღვევა ამ ომის სახე იცვლება, ისე როგორც ამ საკონტაქტო ჯგუფის მისია ამ ფორმატში ეს უკვე მეხუთე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართა და მას 43 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა  

ლოიდ ოსტინის თქმით, მან პირადად გააფრთხილა შოიგუ, არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, მან პირადად გააფრთხილა რუსეთი, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინაში. ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ მან პირადად განუცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომ „ეს გზა არ აერჩია და ასე უპასუხისმგებლოდ არ მოქცეულიყო“. ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინმა წარსულში უკვე მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მაგალითად, უკრაინაში შეჭრა. „ამჟამად ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც დამაჯერებს, რომ (ვლადიმერ პუტინმა) მიიღო ასეთი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლოიდ ოსტინი: პუტინი მეტი ძალის მობილიზებას ცდილობს

პუტინი მეტი ძალის მობილიზებას ცდილობს - მისი ახალი თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა ამ ომის დინამიკა შეცვალეს , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა. აშშ უახლოეს კვირებში უკრაინას $4,5 მილიარდის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას აღმოუჩენს “პუტინი ცდილობს მეტი ძალების მობილიზებას და უკრაინის ტერიტორიების რუსეთისადმი მიკუთვნილების გამოცხადებას. ის თავს ესხმის სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურას უკრაინულ ქალაქებში. ის იყენებს უპასუხისმგებლო მუქარებსა და რიტორიკას”, - განაცხადა ოსტინმა. უკრაინის საჰაერო ძალები: 18 წუთში სულ მცირე ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ლოიდ ოსტინი: უკრაინა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს

უკრაინის საკითხთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც დღეს NATO-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში შეიკრიბა, მზადაა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს.  ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს რაც შეიძლება სწრაფად, რამდენადაც მათი მიწოდება ფიზიკურად არის შესაძლებელი. ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რაზეც ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა ოსტინმა. ამასთან, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს - 50 ქვეყანას ესმის უკრაინელების შეშფოთება მათი სახლებისა და ოჯახების უსაფრთხოებაზე.   

იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით

უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან აშშ-ის ლიდერობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მივესალმები შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მაგრამ ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ უკრაინას. და მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელსაც თქვენ თავმჯდომარეობდით, დააფიქსირეს, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც მას ეს დასჭირდება. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას და, კერძოდ, უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით. მე ასევე მივესალმები საერთაშორისო თანამეგობრობის გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს. ვგულისხმობს გაეროში კენჭისყრას, სადაც უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია მკაფიოდ დაგმეს. იყოს მკაფიო მოწოდება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკან წაიღოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს უბრალოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ჩვენი ძირითადი ღირებულებებისთვის. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ხელმძღვანელობა NATO-ში, საერთაშორისო საზოგადოებაში, ამისთვის აუცილებელია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ლოიდ ოსტინი: NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ

აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეერთებული შტატები მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართ აბსოლუტურ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მსურს, მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირეს და პარტნიორს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. მოგეხსენებათ,  უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის მერვე თვეა. იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით მას შემდეგ, რაც მან ეს გააკეთა, მოკავშირეებმა განაგრძეს ნაბიჯები უსაფრთხოების დახმარების გაწევის მიზნით. და ეს მხოლოდ ამ ალიანსის ხარისხსა და ალიანსის წევრების გულმოდგინედ მოქმედებაზე მეტყველებს. ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალიანსი არის არსებითი ფორუმი კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის, როდესაც საქმე ეხება რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ასე რომ, დღეს მოუთმენლად ველით დიდ დისკუსიებს. მე ასევე მოუთმენლად ველი, როდის მივესალმები ფინეთს და შვედეთს ალიანსში. და ჯენს, კიდევ ერთხელ მადლობა მინისტერიალის მოწვევისთვის. მე ნამდვილად მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიებს“, - განუცხადა ოსტინმა სტოლტენბერგს NATO-ს შტაბბინაში, სადაც თავდაცვის მინისტერიალი იმართება.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოსტინი შოიგუს მეორედ ესაუბრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა.  ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა „21 ოქტომბერს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე”, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. „2022 წლის 21 ოქტომბერს შედგა სატელეფონო მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შორის. განხილულია საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება”, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლოიდ ოსტინი: უკრაინა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ სისტემებს ნოემბრის დასაწყისში მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველ სისტემებს ნოემბრის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა ბრიფინგზე, რომელიც აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პრეზენტაციას მიეძღვნა. მანამდე ამერიკული კომპანია Raytheon Technologies-ის ხელმძღვანელმა გრეგორი ჰეისმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობას უკრაინისთვის განკუთვნილი NASAMS-ის ორი სისტემა გადასცა. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, ივლისის დასაწყისში გამოაცხადა. სექტემბერში პენტაგონმა გამოაცხადა, რომ პირველი ორი კომპლექსი უკრაინას უახლოესი ორი თვის განმავლობაში გადაეცემოდა.  

აშშ უკრაინას $275 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

პენტაგონი უკრაინას უგზავნის ახალ 275 მილიონი დოლარის იარაღს და სხვა დახმარებას მიაწვდის. აშშ-ის ეს დახმარება ძირითადად მიზნად ისახავს უკრაინაში უკვე არსებული იარაღის სისტემებისთვის ათასობით საბრძოლო მარაგის მიწოდებას, მათ შორის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), რომელსაც უკრაინა კონტრშეტევისთვის წარმატებით იყენებს. ახალი დახმარების შესახებ ცნობებს წინ უძღვის აშშ-ის მთავრობის ძალისხმევა, რათა უკრაინაში გადაცემული იარაღი არ აღმოჩნდეს რუსული ჯარების, მათი მარიონეტების ან სხვა ექსტრემისტული ჯგუფების ხელში. გეგმაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს გამოაცხადა, აღნიშნულია, რომ იარაღის აღრიცხვა განსაკუთრებით რთულია აქტიური ომის დროს.  

ლოიდ ოსტინი: მჯერა, რომ უკრაინელები ხერსონის დეოკუპაციას შეძლებენ

შეერთებულ შტატებს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინულ ძალებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალებები, რათა აღადგინონ კონტროლი მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ქალაქ ხერსონში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კითხვასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, მჯერა იმის, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, თავად უკრაინელებს სჯერათ, რომ ამას შეძლებენ…ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისინი მეთოდურ და ძალიან ეფექტიან ძალისხმევებს მიმართავდნენ მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მომავალ კვირას უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ცნობილი, როგორც რამშტეინი) მეშვიდე შეხვედრას უმასპინძლებს. „ამ შეხვედრას ვირტუალურად უმასპინძლებს პენტაგონი, რაც საშუალებას მისცემს მდივანს და თავდაცვის მინისტრებს 50-მდე ქვეყნიდან, განიხილონ ძალისხმევა უკრაინის და მისი სუვერენიტეტის დასაცავად“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა. რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის რამშტეინის ბოლო შეხვედრა 12 ოქტომბერს ბრიუსელში შედგა. ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის მხარდაჭერით, ომის დინამიკა შეცვალეს.  

ლოიდ ოსტინი: ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი იმპულსი, რათა უკრაინამ გააგრძელოს ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა „ძალიან წარმატებული" იყო, სადაც წევრებმა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადეს. ოსტინმა აღნიშნა, რომ ჯგუფი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან კრიტიკული აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებისთვის. „ჩვენ ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი იმპულსი მთელი ზამთრის განმავლობაში, რათა უკრაინამ გააგრძელოს კონსოლიდაცია და ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე“, - განაცხადა ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გავრცელება გამოიწვიოს

რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეიძლება, აიძულოს ავტოკრატები მთელ მსოფლიოში, რომ ბირთვული იარაღის შესაქმნელად იბრძოლონ, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „შესაძლებელია, რომ ავტოკრატებმა მთელ მსოფლიოში იბრძოლონ ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად, თუ რუსეთი წარმატებით არ იქნება მოგერიებული. მათ შესაძლოა, დაასკვნან, რომ ბირთვული იარაღის მიღებით, „ნადირობის“ ლიცენზიას მოიპოვებენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული იარაღის გავრცელების სახიფათო „სპირალი“, - განაცხადა ოსტინმა. ოსტინი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „პუტინმა შეიძლება, კვლავ გადადგას ღრმად უპასუხისმგებლო ნაბიჯი“, იმ ფონზე, რომ ომი გრძელდება და უკრაინული ძალები აღწევენ წარმატებას რუსული ძალების წინააღმდეგ. მისივე თქმით, უკრაინის დახმარება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია და არ არსებობს სხვა გზა, გარდა კიევის დახმარებისა, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, პეკინის „საშიში ქცევის“ გამო შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა  ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, კომუნიკაციების გაუმჯობესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის „სამხედრო აქტივობის“ გამო. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 90-წუთიან შეხვედრას კამბოჯაში, აშშ-მ „პროდუქტიული და პროფესიული უწოდა". „ოსტინმა გამოთქვა შეშფოთება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში PLA (ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის) თვითმფრინავების მიერ გამოვლენილი მზარდი საშიში ქცევის შესახებ, რაც ზრდის შემთხვევების რისკს“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა. ეს იყო პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის რანგში ჩავიდა ტაივანში, რასაც ჩინეთის აღშფოთება მოჰყვა. „მდივანმა გაიმეორა, რომ „აშშ რჩება ერთგული ჩვენი დიდი ხნის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ“. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა მის წინააღმდეგობას სტატუს კვოს ცალმხრივ ცვლილებებთან დაკავშირებით და მოუწოდა PRC-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან ტაივანის მიმართ, - განაცხადეს პენტაგონში. პენტაგონის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები. „მდივანმა ოსტინმა განიხილა რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან შეერთებული შტატები და PRC ბირთვული იარაღის გამოყენებას ან მათი გამოყენების მუქარას“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა. გასულ კვირას აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა გამართეს შეხვედრა და ღია საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მნიშვნელობზე ისაუბრეს. გაეცანით Europetime-ის სტატიას თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა  

ლოიდ ოსტინი: ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას

„ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას“, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ლოიდ ოსტინის თქმით, რუსეთს არავინ დასხმია თავს, პუტინმა აირჩია ომი. „რუსეთი არ იყო პროვოცირებული. რუსეთს არ დამუქრებიან. რუსეთს არ დაესხნენ თავს. სამაგიეროდ, ერთმა კაცმა აირჩია ომი. პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი. ეს არის მიზეზი. ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე რთული კრიზისის წინაშე დგას“, - განაცხადა ოსტინმა. ოსტინმა აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერეს მისი აღმოსავლეთი ფლანგი და შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ევროპაში განლაგებული სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 80,000-დან 100,000-მდე. „ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. მაგრამ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით, რადგან ის იბრძვის თავისი მოქალაქეების და სუვერენიტეტის დასაცავად. ჩვენ ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი, რამდენ ხანსაც დასჭირდება", - განაცხადა ოსტინმა.  

ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონია, პენტაგონში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ამის შემდეგ, ლოიდ ოსტინმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. „დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრვის რუსეთის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს კარგ დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, შეხვედრის დასაწყისში. თავის მხრივ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს თავდაცვისთვის "უაღრესად მნიშვნელოვანია." „ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და მთავრობისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის, შეკავებისა და მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის. აშშ-მ საქართველოს 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადასცა ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები, ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების არების გვერდით, ყველაზე საშიშწერტილებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა. საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო. ბატონო მდივანო, ჩვენ ვაფასებთ თქვენი და თქვენი მთავრობის დიდებულ ლიდერობას და თქვენ გვერდით ვდგავართ, უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.  

საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან, განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - ოსტინი

საქართველო აშშ-სგან დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.   „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს", - შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გააკეთა.   თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში უმასპინძლა.   „ეს განცხადება ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში და ჩვენს პარტნიორობას. სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.   საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.   ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში NATO-ს მისიაში“.   ლოიდ ოსტინის თქმით. აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა კვლავ გაღრმავდება. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება.   საქართველოს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში ყველას გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გავაძლიეროთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრები, რომლებიც ყველას უსაფრთხოდ გვიცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს მამაც ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ

რა საკითხები განიხილეს ოლექსი რეზნიკოვმა და ლოიდ ოსტინმა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს ესაუბრა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. ორივე მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის პრიორიტეტები განიხილა. „აშშ ურყევია უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი შესაძლებელია ჩვენი გამჭვირვალე და სანდო ურთიერთობის საშუალებით. მადლობა შეერთებულ შტატებს!", დაწერა რეზნიკოვმა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება.  

ლოიდ ოსტინი: არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს და დაარღვიონ მათი საზღვრები

„არავის სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი“, - ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ოსტინის განცხადებით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის მიწოდებაზე. „საკონტაქტო ჯგუფმა მკაფიოდ განმარტა, რომ მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინას მივაწვდით იმ დახმარებას, რასაც დავპირდით. ამ ქვეყანას აქვს გადაუდებელი საჭიროებები. უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი სამხედრო აღჭურვილობა. გვაქვს შესაძლებლობა და გვიერთდება ჩვენი კარგი მეგობარი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. ომიდან ერთი წლის თავზე ჩვენ ისეთი ერთიანნი ვართ, როგორც არასდროს. ვიცი, რომ ჩვენი ერთიანობა მხოლოდ გაძლიერდება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინი ესტონეთს ეწვევა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 16 თებერვალს ესტონეთში ჩავა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრ კაია კალასს და თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურს, იტყობინება დეპარტამენტის პრესსამსახური. მხარეები უკრაინის მხარდაჭერასთან, ორმხრივ თავდაცვის თანამშრომლობასა და NATO-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.  

აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა 4000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს

აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა 4000-ზე მეტი წევრი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს. ამის შესახებ გენერალმა დუგლას სიმსმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. კოლექტიური წვრთნები მთელ ევროპაში გრძელდება. იანვრიდან აშშ-ის არმიამ 1000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნა, რითაც შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა. ამერიკელი სამხედროები ასევე წვრთნიან უკრაინელებს პატრიოტის სარაკეტო სისტემაზე და სწავლება მალე დასრულდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონმა დააკონკრეტა, როდის შეიძლება, დასრულდეს ეს სწავლება. „დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელები გამოიყენებენ Patriot-ის სისტემებს იმავე გამოცდილებით, რასაც ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი შესაძლებლობებით“, - განაცხადა გენერალმა.    

ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რეგიონული ტურნეს ფარგლებში კვირას იორდანიაში ჩავიდა. ოსტინი ასევე ეწვევა ისრაელსა და ეგვიპტეს. „გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და იორდანიას შორის ძლიერია“, - დაწერა ოსტინმა Twitter-ზე. „მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესებზე, რაც ორივე ერისთვის დადებით შედეგებს მოიტანს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.  ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტური მიზნად ისახავს, აჩვენოს აშშ-ის მხარდაჭერა და ერთგულება მისი რეგიონული მოკავშირეების მიმართ, ირანის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ.

რეზნიკოვის თქმით, ლოიდ ოსტინთან საუბრისას „გამარჯვებისკენ მიმავალი გზა“ განიხილეს

სატელეფონო საუბრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განიხილეს „გამარჯვებისაკენ გზა" განიხილეს.  შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა. „რამშტაინის ფორმატის მოახლოებულ შეხვედრამდე მე მქონდა საუბარი ჩემს დიდ მეგობართან, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ჩვენი თანამშრომლობისა და გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს რეზნიკოვი. რეზნიკოვის თქმით, მოკავშირეების ეს ჭეშმარიტი მხარდაჭერა მას მომავლის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად აქცევს. „სოლიდარობა ბრძოლის ველზე ეფექტიანი ხდება“, - განაცხადა რეზნიკოვმა. თავდაცვის ორ ლიდერს შორის საუბარი პენტაგონის პრესმდივანმაც დაადასტურა. გენერალი პეტ რაიდერის თქმით, „მდივანმა ოსტინმა რეზნიკოვს აშშ-ის უსაფრთხოების მხარდაჭერის მცდელობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ მინისტრმა რეზნიკოვმა ოსტინს დეტალურად გააცნო უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენები“. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 2023 წლის 15 მარტს გაიმართება.  

ოსტინის თქმით, აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება, ვიდრე შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვის მიერ გასაჯაროვდა დოკუმენტები. ოსტინის თქმით, აშშ ინფორმაციის გაჟონვის წყაროს დასადგენად ყველაფერს გააკეთებს. პენტაგონისთვის ცნობილია, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და პირველ მარტს, თუმცა ოსტინის თქმით, არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე. პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 23 მარტს დათარიღებული სავარაუდოდ დოკუმენტის თანახმად, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის მითითებული სად არიან განლაგებულნი ეს ძალები. გასულ კვირაში, ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გაჟონა, სავარაუდოდ, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლებმა, რომლებიც უკრაინას და მის მომავალ კონტრშეტევას, ასევე, სხვა ქვეყნებსაც ეხება, მათ შორის არამხოლოდ ჩინეთსა და ირანს, არამედ, მოკავშირე სამხრეთ კორეას და ისრაელსაც. არაერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას დაუდასტურა, რომ გავრცელებული დოკუმენტების ნაწილი ნამდვილია. ინფორმაციის გაჟონვას შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იძიებს. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ოლექსი რეზნიკოვს და დმიტრო კულებას ესაუბრნენ და მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი მოქმედებდა, უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება. უწყების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სავარაუდოდ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 50 დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი  უკრაინაში სხვა დასავლურ ძალებთან ერთად არის განლაგებული. ამის შესახებ Sky news-ი წერს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, იმის შესაფასებლად, რა გავლენა შეიძლება, რომ იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების ათობით გვერდის ფოტოები პლატფორმა Discord-ზე 28 თებერვალსა და 2 მარტს გამოქვეყნდა,  მათი ნაწილი კი აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინტერნეტში.  

შმიგალი ოსტინს აშშ-ში შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი 12 აპრილს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა, იტყობინება აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო. შმიგალმა Twitter-ზე დაწერა, რომ ეს იყო „მნიშვნელოვანი შეხვედრა", რომელიც ფოკუსირებული იყო უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებასა და უკრაინის „მომავალი შესაძლებლობების" გაძლიერების გზებზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლების საკითხი დაკავშირებულია მოახლოებულ კონტრშეტევასთან, რომელსაც ბევრი თვლის, რომ ომში გადამწყვეტი მომენტი იქნება. 16 მარტს ოსტინმა განაცხადა, რომ „უკრაინას დასაკარგი დრო არ აქვს“ კონტრშეტევის წინ, როდესაც საქმე ეხებოდა ჯარისკაცებისთვის საჭირო იარაღის მოპოვებას და წვრთნას. შეგახსენებთ, რომ ოსტინი უხელმძღვანელებს რამშტაინის მე-11 სამიტს, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი. ამ ფორმატში მორიგი შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. რამშტაინის სამიტები იმართება კიევის მოკავშირეების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უკრაინის სამხედრო დახმარება იყოს უზრუნველყოფილი.  

ლოიდ ოსტინი გერმანიაშია

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა, სადაც პარასკევს, 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.  ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „ხვალ ვიქნები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს 40-ზე მეტ მოკავშირესთან და პარტნიორთან ერთად, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ოსტინმა.   რამშტეინის ფორმატის მე-11 შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება.   შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები და თავდაცვითი სფეროს სხვა ოფიციალური პირები განიხილავენ კრიზისს, რომელიც უკრაინაში გრძელდება, და უსაფრთხოების სხვადასხვა პრობლემას, რომელთა წინაშეც დგანან აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები. ჯგუფის წინა შეხვედრა ვირტუალურად 2023 წლის 15 მარტს გაიმართა. საკონტაქტო ჯგუფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით შეიქმნა.  

საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის $55 მილიარდის დახმარება გასწიეს - ოსტინი

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა (ე.წ. რამშტეინის ფორმატი) უკვე 55 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს უკრაინას უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პარასკევს, 21 აპრილს, გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა. ოსტინის თქმით, დახმარების მოცულობა ათჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამშტეინის ფორმატის პირველი შეხვედრა ერთი წლის წინ გაიმართა. „საერთო ჯამში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა 55 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწიეს უკრაინას უსაფრთხოებისთვის,” - განაცხადა ოსტინმა.  

ოსტინი: მოკავშირეებმა უკრაინას ბოლო თვეების განმავლობაში 230-ზე მეტი ტანკი მიაწოდეს

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმაუკრაინას მხოლოდ რამდენიმე თვეში 230-ზე მეტი ტანკი და 1550 ჯავშანტექნიკა გადასცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო სხვა აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ცხრა ახალი ჯავშანტექნიკისთვის.  საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის $55 მილიარდის დახმარება გასწიეს - ოსტინი 54 ქვეყნის ალიანსი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეთერთმეტედ შეიკრიბა გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე.  პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მოკავშირე, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ დამატებითი მძიმე ტექნიკა და სატრანსპორტო მანქანები. საკონტაქტო ჯგუფის მრავალი წევრი ასევე აძლიერებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდებას.  

რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, მაგალითია ტაივანისთვის, თუ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა უფრო დიდ არმიას - ოსტინი

უკრაინის წინააღმდეგობა რუსული აგრესიისადმი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა ტაივანისთვის, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია, უფრო მცირე ჯარებს წარმატებით დაიცვან თავი უფრო დიდი ძალისგან. უკრაიული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს, 16 მაისს, სენატი მოსმენაზე განაცხადა. „ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი არის ის, რომ ასიმეტრიული შესაძლებლობებითა და ასიმეტრიული ტაქტიკითა და ტექნიკით, მცირე ძალებს შეუძლიათ, მართლაც კარგი სამუშაო გასწიონ უფრო დიდი ძალებისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა ოსტინმა. უკრაინული მედიის თანახმად, ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ტაივანს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს, როგორც ეს გაკეთდა უკრაინასთან.  

თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის ჯამში, $65 მილიარდი გამოყო - ოსტინი

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინას უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით, რათა გააძლიეროს და გააუმჯობესოს უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობები რეალურ დროსა და გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-12 შეხვედრაზე განაცხადა. „საერთო ჯამში, საკონტაქტო ჯგუფმა თითქმის 65 მილიარდი დოლარი გამოყო უსაფრთხოებისთვის. ახლა პუტინი იმედოვნებდა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გაქარწყლდებოდა. და ის ფსონს დებდა, რომ ჩვენი ერთიანობა დაირღვეოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ ვრჩებით ისე ერთიანები, როგორც არასდროს", - განაცხადა ოსტინმა. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.  

უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, დასავლეთი კიევის მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს - რამშტეინის შეხვედრის შედეგები

ხუთშაბათს რამშტეინის ფორმატის შეხვედრის დროს, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ, ნორვეგიამ და გერმანიამ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ახალი მრავალმილიარდიანი ვალდებულებები აიღეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. „რამდენიმე ქვეყანამ დღეს გააძლიერა ახალი ვალდებულებები უკრაინის მიმართ", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა. 4 ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის იტალიამ ასევე განაცხადა, რომ დახმარებით უზრნველყოფს უკრაინას, მათ შორის „უაღრესად კრიტიკული შესაძლებლობებით, რომლებიც „უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს“. ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე მოკავშირე გამოვიდა წინადადებებით უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდასაჭერად. კერძოდ, ნორვეგიამ და გერმანიამ გამოაცხადეს მრავალწლიანი პაკეტების შესახებ და დანიამ გამოაცხადა თავისი თითქმის 2.6 მილიარდი დოლარის პაკეტი. „ყველა ეს წვლილი ხაზს უსვამს ჩვენს ერთიანობას და უკრაინის მხარდაჭერას; წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას, რომელიც ყველას უსაფრთხოებას იცავს“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა. ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-13 შეხვედრა ე.წ რამშტეინის ფორმატში, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობდა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც.  

ოსტინი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ომის შემდეგ NATO-ს შეუერთდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ NATO-ს შეუერთდება. „გავიგონეთ, რომ დარბაზში მყოფმა ყველა ქვეყანამ განაცხადა ამის შესახებ“, - აღნიშნა ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში ვილნიუსის სამიტის შესახებ საუბრისას. ოსტინის თქმით, უკრაინის აღჭურვილობისა და წვრთნების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოებისთვის ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ საქმეს, როდესაც ისინი ომში არიან, გასაკეთებელი კიდევ მეტია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ ჰქონდეთ სრული შესაძლებლობები“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინის განცხადებით, პუტინმა უკრაინაში ქმედებებით NATO თავის ზღურბლთან მიიყვანა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, შვედეთისთვის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს. „დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე“, - აღნიშნა ოსტინმა. ვილნიუსის სამიტის კომუნიკეას თანახმად, უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. ამავე სამიტის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ თურქეთი შვედეთის გაწევრიანებას დაეთანხმა და ის მალე ალიანსის წევრი გახდება. ზელენსკი: უკრაინა NATO-ში იქნება, სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა  

ოსტინი: უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა მარათონია და არა სპრინტი. „ახლა ომის საკვანძო მომენტია,“ - ამბობს ოსტინი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად შექმნილი ჯგუფის შეხვედრებს ხელმძღვანელობს. მან ომიდან 500-ზე მეტი დღის გასვლის ფონზე, ჯგუფის მე-14 შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გახსნა. „უკრაინას შეიარაღების საკვანძო სისტემები, საბრძოლო მასალა მივაწოდეთ და არ ვაპირებთ გაჩერებას. არავინ შევიდეს შეცდომაში, ჩვენს ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება და უკრაინის დამცველების დახმარებას გავაგრძელებთ, როგორც ეს იყო რუსეთის შეჭრის დასაწყისიდან,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მას შემდეგ, რაც ომის ერთ წელიწადზე მეტი გავიდა, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს არ შეუძლია თავისი დამპყრობლური ომის მიზნების მიღწევა. „უკრაინული კონტრშეტევა საკვანძო მომენტს ნიშნავს ამ ტრაგიკულ ომში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში ინიციატივა აიღეს”, - განაცხადა ლოინდ ოსტინმა. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ოსტინი: დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, უკრაინელი ხალხი სამართლიანი მიზნისთვის იბრძვის

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, მთელი ამ ტრაგიკული ომის განმავლობაში პუტინი ცდილობდა უკრაინელი ხალხის დემორალიზებას და ამის ნაცვლად მან რუსი სამხედროების დემორალიზება მოახდინა, კრემლმა კი, თავისი აშკარა აგრესიის გამო საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა. „ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. ამ ომში დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეზე, რომელიც იწყებს იმპერიულ ომს და დრო არასოდეს არის აგრესიის მხარეზე. უკრაინელი ხალხი თავდაცვის მიზნით იბრძვის სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი მომავლის გადასარჩენად და თავისუფლებისთვის,“ - განაცხადა ოსტინმა.  

აშშ-მ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა

ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ოსტინის განმარტებით, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა და აშშ გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ მისი ძალების წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება. ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე შეტევები გახშირდა „ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა. ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გასულ კვირაში ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 19-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 21 ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა. „აშშ-ის ძალებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. თუ ირანის მარიონეტების მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად,“ - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა. ბლინკენი გაეროს: აშშ-ს არ სურს ომი ირანთან, მაგრამ თავს დაიცავს  

ლოიდ ოსტინი ზელენსკის: აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივად გაგრძელდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.  ოსტინმა ზელენსკის, 20 ნოემბერს განუცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი, „ხანგრძლივად გაგრძელდება." როგორც ოსტინი Twitter-ზე წერს, მისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა. „მე მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა უკრაინის ბრძოლის ველზე, კიევისთვის არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს ვუპასუხოთ,“ - წერს ოსტინი. ოსტინი კიევში უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი შედგა იმ ფონზე, როცა უკრაინისადმი აშშ-ის დახმარების საკითხი, კონგრესში აზრთა სხვადასხვაობას აწყდება. 20 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 105 მილიარდი დოლარის ერთობლივი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შეიცავს თავდაცვის დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე ისრაელისთვის, მაგრამ ის კონგრესში დამტკიცდა. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, სავარაუდოდ, შემცირდება და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მზაობა, გააგრძელოს დახმარების გაგზავნა კიევისთვის. ამ შაბათ-კვირას, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ის უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტების გადაცემის შობამდე დამტკიცებას უჭერს მხარს. ზელენსკი: გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერით არ დაიღლება  

ლოიდ ოსტინი: პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და მისი დეპარტამენტი მუშაობას, რათა კიევის თავდაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის დამატებითი დაფინანსება მოიპოვოს. „კვლავ ვხედავ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესის ორივე პალატაში და ვიცი, რომ არის რაღაცები, რაზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა დამატებითი მოთხოვნის დასამტკიცებლად და ჩვენ ამის შესახებ კონგრესთან მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე. ოსტინის თქმით, რაც უკრაინაში ხდება, არა მხოლოდ უკრაინის არამედ, მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. „რაც აქ ხდება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც დაფუძნებულია წესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც დიქტატორმა ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, ადგეს და თავისი მშვიდობიანი მეზობლის საკუთრების ანექსია გადაწყვიტოს,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. კიევში ვიზიტის დროს ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.  

აშშ-ის ხელმძღვანელობით ძალისხმევა დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსეთის არმიის დასუსტებაში - ოსტინი

პრობლემურ დროში დემოკრატიული სამყარო ეყრდნობა შეერთებულ შტატებს, რათა დაადასტუროს თავისი ლიდერობა, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერისა და რუს აგრესორზე გამარჯვების მხარდასაჭერად. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში. ეს მოიცავს მთავარ კონფლიქტებს, რომლებსაც აწყდებიან ჩვენი თანამემამულე დემოკრატიები, ისრაელი და უკრაინა,“ - აღნიშნა ოსტინმა და განმარტა, რომ ეს არის ბრძოლა მსოფლიო ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის.“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით ძალისხმევა დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსეთის არმიის დასუსტებაში და რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა და როგორც პარტნიორის ძალისხმევა არ უნდა შეჩერდეს, ვიდრე უკრაინა სრულიად არ გათავისუფლდება. „თუ ჩვენ დღეს წინ არ აღვუდგებით კრემლის აგრესიას, თუ არ შევაკავებთ სხვა სავარაუდო აგრესორებს, ჩვენ მხოლოდ გავათამამებთ მათ და კიდევ უფრო მეტ სისხლისღვრას და ქაოსს გამომოვიწვევთ,“ - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. ლოიდ ოსტინი: ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს

რა გზავნილი გადასცა ოსტინმა უკრაინის დელეგაციას

უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტის ოფისის უფროსის ანდრი ერმაკის, თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის და უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის ხელმძღვანელობით, 6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა.  ოფიციალური პირები მოლაპარაკებებს აშშ-უკრაინის თავდაცვის სამრეწველო ბაზის კონფერენციის ფარგლებში მართავდნენ, რომლის მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს შორის და გაიზარდოს იარაღის მთლიანი წარმოება. კონფერენცია 5-6 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართა. უკრაინული მედია წერს, რომ სალივანთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინის ელჩი აშშ-ში ოქსანა მარკაროვა და ერმაკის მრჩეველი დარია ზარივნა. ერმაკის თქმით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს სიტუაცია ფრონტის ხაზზე, თავდაცვის საჭიროებები და უკრაინის გამარჯვების აუცილებლობა. ერმაკმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და კონფერენციის ინიცირებისთვის. ეს სამიტი სექტემბერში გამართული თავდაცვის მრეწველობის ფორუმის გაგრძელებაა. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ ფორუმზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული თავდაცვის კომპანიები უკრაინასთან პარტნიორობის განვითარევბის მიზნით მიიწვია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაცია, რომელიც ვაშინგტონში ჩავიდა ამერიკული დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე, ასევე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს.  „ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის შესაძლებლობა, რაც გვჭირდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს გრძელვადიან პერსპექტივაში მათი სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში,” - განაცხადა ოსტინმა. სენატში კანონპროექტის დაბლოკვის შემდეგ, თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გეგმას აანონსებს ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

ლოიდ ოსტინი: ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ახლა გადამწყვეტი ათწლეულია, რომელიც ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს. ოსტინმა რეიგანის სახელობის ეროვნული უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ ახლა ისრაელსა და უკრაინაში დემოკრატიები დაუნდობელ მტრებს ებრძვიან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. „ჰამასს“ ან პუტინს გამარჯვების საშუალებას არ მივცემთ, ჩვენს მტრებს ჩვენი დაყოფისა და დასუსტების საშუალებას არ მივცემთ. ამიტომ მაშინ, როდესაც ისრაელის დახმარებას ვზრდით, ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით უკრაინაზე. ახლა, იზოლაციის მიუხედავად, პუტინი თვლის, რომ უკრაინელებზე მეტხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ ის ცდება. ახლა პუტინი ასევე ფიქრობს, რომ ჩვენზე მეტხანს გაძლება შეუძლია. ის თვლის, რომ ჩვენი კოალიცია დაიშლება, რომ ჩვენი ნებისყოფა ჩაქრება, ხოლო ჩვენი დემოკრატია უბრალოდ ყურადღებას გადაიტანს, მაგრამ პუტინი კიდევ ერთხელ ცდება. ამერიკელ ხალხს მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ უკრაინაში ფსონების შესახებ,” - განაცხადა ოსტინმა. „გადამწყვეტ ათწლეულში” ვცხოვრობთ და შემდეგი რამდენიმე წელიწადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი კონკურენციის პირობებს განსაზღვრავს, ევროპაში უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს, განსაზღვრავს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები მემკვიდრეობით მიიღებენ წესებისა და უფლებების ღია მსოფლიოს - თუ შთაგონებულ ავტოკრატებთან შეჯახება მოუწევთ, რომლებიც ძალისა და შიშის გამოყენებით ცდილობენ დომინირებას,” - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.  

ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს იწყებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ამ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს დაიწყებს. პენტაგონის ცნობით, ოსტინი ისრაელში, კატარსა და ბაჰრეინში ჩავა. მოგზაურობა ასევე მოიცავს ვიზიტს USS Gerald R. Ford-ზე (ამერიკული ავიამზიდი), რომელიც ახლა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადადგილდება. როგორც პენტაგონში აცხადებენ, ისრაელში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს აშშ-ის ურყევ ერთგულებას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ის ასევე განიხილავს ნაბიჯებს, რომლებსაც ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობაში ზიანის შესამცირებლად დგამს. „საბოლოო ჯამში ისრაელის გადასაწყვეტია, თუ როგორ გადავიდეს ოპერაციების შემდეგ ეტაპზე, ოსტინი დაინტერესებულია, მეტი შეიტყოს მათი სამომავლო გეგმების შესახებ,“ განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რაც შეეხება ბაჰრეინში ოსტინის ვიზიტს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას ეწვევა. შეერთებულ შტატებსა და ბაჰრეინს შორის დისკუსიების ნაწილი მოიცავს აშშ-ის ძალისხმევას, უზრუნველყონ მრავალმხრივი კოალიციები იმ აგრესიის საპასუხოდ, რაც გემებსა და გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. კატართან დაკავშირებით, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, კატარმა “ჰამასთან“ აშშ-ის კომუნიკაციის უზრუნველყოფის მხრივ, გადამწყვეტი როლი ითამაშა.   „ეს ძალისხმევა გადამწყვეტი იყო ზოგიერთი მძევლის გათავისუფლების შესახებ შეთანხმების უზრუნველსაყოფად. კატარი აშშ-მ  NATO-ს არაწევრ მოკავშირედ აღიარა, ის ასევე მასპინძლობს აშშ-ის ძალებს ალ უდეიდის საჰაერო ბაზაზე. მდივანი სწორედ ამ ლოკაციას ეწვევა,“ - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.  

ოსტინი ისრაელშია

ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ტურნეს იწყებს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩაფრინდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა აშშ-ის ავიამზიდის ისრაელის სიახლოვეს დატოვების ბრძანება გასცა. ოსტინი ისრაელში თავდაცვის მინისტრ იოავლ გალანტს და პრემიერ ნეთანიაჰუს შეხვდება. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ომის კაბინეტთან დაადასტურებს ამერიკის მტკიცე ვალდებულებას ისრაელის მიმართ. ასევე განიხილავს ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებს, რომელიც „ჰამასის“ განადგურებას ისახავს მიზნად. ოსტინმა აღნიშნა, რომ ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას და ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შესაძლებლობას ღაზის სექტორში.  

ლოიდ ოსტინი ისრაელში: ჩვენი მზადყოფნა არცერთმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია. „ჩვენი მზადყოფნა არცერთმა ცალკეულმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს. ასე რომ, წითელ ზღვაში ჩვენ მრავალეროვნულ საზღვაო სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ, რათა ნავიგაციის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი დავიცვათ,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმები უნდა შეწყდეს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, ეს თქვენი ომიც არის, რადგან თქვენ მსოფლიოში ცივილიზაციის ძალებს ხელმძღვანელობთ. ეს არის ბრძოლა ირანის ღერძის წინააღმდეგ, ირანის ტერორიზმის ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ბაბ-ელ-მანდების სრუტის დაკეტვით იმუქრება. ეს მთელი მსოფლიოს ნავიგაციის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს,“ - განუცხადა ნეთანიაჰუმ ლოიდ ოსტინს. ამასთან, ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს.  

ლოიდ ოსტინი კლინიკაში გადაიყვანეს

პენტაგონის პრესსპიკერის პეტ რაიდერის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ინფორმაციით, „ოსტინი არჩევითი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო, უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.“ პენტაგონის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ოსტინი საავადმყოფოში რჩება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. მას არ დაუზუსტებია, რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს, ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს.  

ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მის გასაიდუმლოებულ ჰოსპიტალიზაციაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს მისი ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით. „ვაღიარებ, რომ შემეძლო უკეთ შემესრულებინა სამუშაო საზოგადოების სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას: ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებებზე,“ - აღნიშნულია ოსტინის განცხადებაში. შეგახსენებთ, პენტაგონის პრესსპიკერმა, პეტ რაიდერმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პირველი იანვრის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფება. მას არ დაუზუსტებია, რა სამედიცინო პროცედურა დასჭირდა ლოიდ ოსტინს ან რა გართულებები მოჰყვა ჩატარებულ პროცედურებს. მოგვიანებით, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ისევე როგორც კონგრესის წევრებმა დღეების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ოსტინი ჰოსპიტალიზებული იყო.  

ოსტინი: აგრესორებს თუ ვერ შევაკავებთ, უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოფიციალურად გახსნა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ამ თვეში ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმართება. პენტაგონის ხელმძღვანელმა მონაწილეებს გახსნის სიტყვით მიმართა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო კოალიცია, რომელიც დაახლოებით 50 მოკავშირესა და პარტნიორს აერთიანებს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდამჭერად რჩება. „უკრაინის მხარდაჭერა ტირანიასთან ბრძოლაში, ყველა ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის. თუ ჩვენ არ გვეყოფა ნერვები და თუ ვერ შევაკავებთ აგრესორებს, კიდევ უფრო მეტ სისხლსა და ქაოსს გამოვიწვევთ. ამიტომ, სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა გლობალური უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა ოსტინმა. მანვე აღნიშნა, რომ სუვერენული და უსაფრთხო უკრაინა გადამწყვეტია გლობალური უსაფრთხოებისთვის. „ჩვენ არ უნდა ვმერყეობდეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში,“ განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა და გაიხსენა, რომ 27 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა დახმარების პაკეტი 250 მილიონი დოლარის ოდენობით უკრაინის უსაფრთხოების გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ლოიდ ოსტინი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე: არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოსტინის თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედებდნენ. „ლოცვებში ვიხსენიებ მამაც ამერიკელებს და მათ ოჯახებს. თავდაცვის მთელი უწყება გლოვობს მათ დაკარგვას,“ – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი. ბაიდენის მსგავსად მან თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები დაადანაშაულა და გაიმეორა პრეზიდენტის კომენტარი, რომ აშშ უპასუხებს ამ თავდასხმას მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. „პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ჯარების და ჩვენი ინტერესების დასაცავად," - განაცხადა ოსტინმა. 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფაქტების მოპოვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა  

NATO ისტორიაში ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსია - ოსტინი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს, უკრაინისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO უფრო ძლიერი და ერთიანი გახდა. „NATO არის ყველაზე ძლიერი და წარმატებული ალიანსი ისტორიაში და ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩეული გზა შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნა ოსტინმა. სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ოსტინმა აღნიშნა, რომ როდესაც ფინეთი გასულ წელს შეუერთდა NATO-ს, ამ ფაქტმა სამხედრო ალიანსი კიდევ უფრო გააძლიერა. „ძალიან მოხარული ვარ, რომ თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა შვედეთს NATO-ს გაწევრიანებასაც. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ მალე შვედეთს მივესალმებით NATO-ში," - აღნიშნა ოსტინმა. ვაშინგტონში ვიზიტისას სტოლტენბერგი ენტონი ბლინკენის გარდა, ერვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანსაც შეხვდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ბოლოდროინდელი დამტკიცება, ალიანსის მხარდაჭერა უკრაინისადმი და 2024 წლის ივლისის სამიტი ვაშინგტონში. „მათ გაცვალეს მოსაზრებები მოკავშირეთა პროგრესზე თავდაცვითი წარმოების გაზრდის კუთხით და გამოთქვეს შეშფოთება DPRK-ის (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა), ექსპორტისა და რუსეთის მიერ ჩრდილოე კორეისგან სამხედრო ტექნიკის შესყიდვის, ასევე რუსეთის მიერ ამ ტექნიკის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების შესახებ. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მოკავშირეების ერთგულებას სამხედრო მზადყოფნისა და NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვის მიმართ,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

აშშ-ის თავდაცვის მდივანი კვლავ კლინიკაში მოათავსეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია. როგორც პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული, ლოიდ ოსტინს შარდის ბუშტთან დაკავშირებული მწვავე პრობლემა აღენიშნება. პენტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია. „თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება,“ - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში. ლოიდ ოსტინმა ფუნქციები და მოვალეობები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, კეტლინ ჰიქსს გადასცა. შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ლოიდ ოსტინმა პროსტატის კიბოს ოპერაცია გაიკეთა. ახალი წლის დღეებში პროცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაცვის ოფიციალურ პირებსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანიდან მესამე დღეს მიაწოდეს. ამ ფაქტის გამო ოსტინმა ბოდიში მოიხადა.  

ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთან ომი NATO-ს მოუწევს

პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში, მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწევს ამ უკანასკნელთან ბრძოლა. ამის შესახებ მან 29 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იყოს აცილებული ვითარება მსოფლიოში, „როდესაც ერთ ქვეყანას შეუძლია თავისი მეზობლების საზღვრების შეცვლა და მათთთვის სუვერენული ტერიტორიების უკანონოდ წართმევა.“ „ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ის არ გაჩერდება. სხვა ავტოკრატები შეხედავენ ამას და ისინიც წახალისდებიან იმით, რომ ეს მოხდა და ჩვენ ვერ შევძელით დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერა.“ - დასძინა ოსტინმა. მოგვიანებით ოსტინმა განმარტა, რომ თუ უკრაინა ბრძოლის ველზე დამარცხდება, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ ბალტიისპირეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ. ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა  

ლოიდ ოსტინი: აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს

აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე გააკეთა. „ჩვენ ვიცით, რომ ის პირობები, რომელშიც უკრაინის არმია იბრძვის, უკიდურესად რთულია. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული დრონების თავდასხმების შედეგად იტანჯება. ამიტომ ჩვენი დღევანდელი გზავნილი საკმაოდ ნათელია. აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამას ჩვენი კოალიცია და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს,“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. „ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას ის რესურსები მივაწოდოთ, რომელიც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.  

ოსტინი: გავაგრძელებთ კონგრესთან მუშაობას, რომ უკრაინას გარანტირებულად დავეხმაროთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში მე-20 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონგრესში უკრაინის დახმარების დამტკიცების შესახებ ოპტიმისტურად არის განწყობილი.  მან აღნიშნა, რომ “რამშტაინის” ფორმატის მე-20 შეხვედრაზე დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა უკრაინის დახმარება განეხილათ. „ახლაც მესმის ერთიანობა და ერთგულება იმაზე, რომ ამ მხარდაჭერის გაგრძელების საშუალება ვიპოვოთ, ამიტომ ვხედავთ, თუ როგორ აქტიურდებიან მოკავშირეები და პარტნიორები, მაგრამ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანია.“ „ჯერ კიდევ ვხედავ კონგრესის ორივე პალატაში უკრაინის ფართო მხარდაჭერას, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრესს დავინახავთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს ისეთი რამ არის, რომლის ბოლომდე პროგნოზირება არ შეიძლება. გავაგრძელებთ კონგრესთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინა მისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს,” - განაცხადა ოსტინმა.  

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი გლობალურად მოახდენს გავლენას ამერიკის უსაფრთხოებაზე - ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებში რუსეთის ფედერაციის უპირატესობის მიუხედავად,"შესანიშნავი სამუშაო" შეასრულა და შეძლო, დაებრუნებინა რუსების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიის დაახლოებით 50%. ლოიდ ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ სთხოვს პარტნიორებს მისთვის ბრძოლას, არამედ, ითხოვს მხოლოდ საშუალებებს თავისი ძალისხმევის მხარდასაჭერად. ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის „კონფლიქტის შედეგი“ „გლობალურად მოახდენს გავლენას მოახდენს“ ამერიკის უსაფრთხოებაზე, იტყობინება AP. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ. „ჩვენი უსაფრთხოება ამ მღელვარე დროში ამერიკელების სიმტკიცეზეა დამოკიდებული. პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები იყოყმანებს, მიატოვებს ჩვენს მეგობრებს და უკრაინას სასიკვდილო საფრთხეში დატოვებს. თუ კრემლი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაამხნევებს პოტენციურ აგრესორებს მთელს მსოფლიოში. შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს,“ - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.   მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს და „წარმოუდგენელი ხარჯებისა და საფრთხის“ რისკს შექმნის. მინისტრის განმარტებით, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აკვირდებიან უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, რუსეთის ქმედებებს და აშშ-ის რეაქციას.